თბილისში სამ დღეში 10 საბავშვო ბაღი დაიხურა
15/10/2020 06:43:30 საზოგადოება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან – 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ათი ბაღი დროებით დაიხურა.
თბლისში მოქმედი 181 ბაღიდან დასახელებული მიზეზით ჯამში 13 ბაღი არ ფუნქციონირებს – სამუშაო პროცესი ოქტომბრიდან არ განახლებულა სამ დაწესებულებაში (#53, #99 და #36 ბაღები), რომელთა პერსონალს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა.
დროებით დახურულ ბაღებს შორისაა #4, #29, #35, #93, #153, #16 ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.


