Accentnews.ge
გერმანიასა და იტალიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიასა და იტალიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

15/10/2020 05:53:10 მსოფლიო

გერმანიასა და იტალიაში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 638 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. აქამდე დღე–ღამის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლად 6 294 შემთხვევა ითვლებოდა, რომელიც 28 მარტს გამოვლინდა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსს 9 710 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 341 223 შემთხვევა.

რაც შეეხება იტალიას, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7 332 ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 36 289 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 372 799 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხსენებულ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

გასულ კვირაში კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.

Covid-19-ით ინფექცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესება იტალიაშიც იგეგმება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზას განცხადებით, აუცილებელია კერძო წვეულებების აკრძალვა, როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების მონაწილეობით. სხვა ღონისძიებები შეიძლება, მოიცავდეს სპორტის ისეთ სახეობას, რომელიც არ იძლევა პირბადის ტარების შესაძლებლობას.

9 ოქტომბრიდან იტალიაში ქუჩაში გადაადგილებისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 096 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 752 000–ზე მეტი ადამიანი, 29 130 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S