Accentnews.ge
პარიზში კომენდანტის საათი წესდება

პარიზში კომენდანტის საათი წესდება

14/10/2020 19:06:03 მსოფლიო

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებისთვის მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.

ცნობილია, რომ 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ოთხი კვირით კომენდანტის საათი დაწესდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს.

ნობისთვის: საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკვე მეექვსე დღეა, ქვეყანაში ვირუსის 20 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ასევე იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც. ქვეყანაში ეპიდემიას ჯამში 33 037 ადამიანია ემსხვერპლა, ხოლო კორონავირუსული ინფექიის 779 063 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S