Accentnews.ge
თბილისის გიმნაზიაში COVID-19–ის შემთხვევა დადასტურდა

თბილისის გიმნაზიაში COVID-19–ის შემთხვევა დადასტურდა

14/10/2020 18:47:33 საზოგადოება

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, პედაგოგი 9 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში სკოლაში იმყოფებოდა, სიმპტომები კი 11 ოქტომბერს გამოუვლინდა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე“,– წერს სკოლის დირექტორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S