Accentnews.ge
გაერო–ს ბავშვთა ფონდი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს

გაერო–ს ბავშვთა ფონდი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს

14/10/2020 17:18:04 საზოგადოება

15 ოქტომბერს გაერო–ს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს.

პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან.

დამცავი საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაერო–ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი.

ღონისძიება 12.30 საათზე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაიმართება.

მისამართი: ბუდაპეშტის ქ#28.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S