Accentnews.ge
COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევა თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევა თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

14/10/2020 13:46:44 საზოგადოება

თბილისში 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც განათლების სამინისტროში ახადებენ, სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, სასწავლო პროცესი კი სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში აღდგა.

29 სექტემბერს, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავა, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

12 ოქტომბერს თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ გლდანის 53-ე, დიდუბეში მდებარე 99-ე და კრწანისში მდებარე 36-ე ბაღი იყო კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო. დღეს კი ნობილი გახდა, რომ მუშაობა დროებით კიდევ რამდენიმე ბაღმა შეაჩერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S