Accentnews.ge
თბილისში რამდენიმე ბაღმა მუშაობა შეაჩერა

თბილისში რამდენიმე ბაღმა მუშაობა შეაჩერა

14/10/2020 12:46:30 საზოგადოება

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა. კერძოდ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 13 ოქტომბერს სპეცპედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს“, – აცხადებენ ბაღის ადმინისტრაციაში.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღშიც.

შეგახსენებთ, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ გლდანის 53-ე, დიდუბეში მდებარე 99-ე და კრწანისში მდებარე 36-ე ბაღი იყო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამის ბაღის პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე უცნობია, ჯამში რამდენმა ბაღმა შეაჩერა მუშაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S