Accentnews.ge
ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის

ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის

14/10/2020 12:02:27 საზოგადოება

ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის. როგორც მობილური ტელეფონების მაღაზია iSTYLE აცხადებს, სასულიერო პირმა ახალ მოდელს დიდი პოპულარობა მოუტანა.

"ვითვალისწინებთ მომხმარებლების ანუ "ეფლის" ფანების ინიციატივას და ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით მზად ვართ, მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს. ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს", – წერს iSTYLE სოციალურ ქსელში გავრცელებლ განცხადებაში.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მას "ბრალი დასდეს თითქოს ბოლო მოდელის Iphone აქვს" სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა. სინოდის წევრი აცხადებს, რომ მას მხოლოდ iPhone 11 Pro აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S