ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
14/10/2020 12:25:45 საზოგადოება
ქუთაისის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" მერაბ კვიცარიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 გარდაიცვალა.


