Accentnews.ge
Wanderlust მოქალაქეებს  თბილისში მოგზაურობას ურჩევს

Wanderlust მოქალაქეებს  თბილისში მოგზაურობას ურჩევს

14/10/2020 11:31:27 საზოგადოება

ბრიტანული გამოცემა Wanderlust მოქალაქეებს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

"თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დედაქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და უახლესი კოსმოპოლიტიკური ტენდენციები ერთმანეთს ერწყმის. თბილისის იდენტურობის საფუძველია მისი ისტორია: აქ ათასობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ლოცულობდნენ და იბრძოდნენ ადამიანები.

გასაგებია თუ რატომ სურთად საქართველოს ძლიერ მეზობლებს - სპარსელებს, თურქებსა და რუსებს - ამ მიწის დაუფლება. ბევრმა მათგანმა წარმატებიას მიაღწია, ცოტა ხნით მაინც, მაგრამ ქართველები გადარჩენის ოსტატები იყვნენ.

თბილისის მულტიკულტურალიზმი უდევს საფუძვლად მის ხელოვნებას, არქიტექტურასა და შემოქმედებით სტილს. თბილისს უყვარს განსვავებულობა. მოემზადეთ გაოცებისთვის", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S