Accentnews.ge
მეცნიერები კორორნავირუსით გამოწვეული ახალი გართულების შესახებ იუწყებიან

მეცნიერები კორორნავირუსით გამოწვეული ახალი გართულების შესახებ იუწყებიან

14/10/2020 11:24:18 მსოფლიო

მეცნიერები Covid-19–ით გამოწვეული ახალი გართულების შესახებ იუწყებიან. კერძოდ, თუ დღემდე კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების ნაწილი აცხადებდა, რომ ინფიცირების შემდეგ სმენა დაუქვეითდა, ამჟამად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა სმენა დაკარგა.

როგორც British Medical Journal–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, კოვიდ–ინფიცირებულმა მამაკაცმა, რომელიც მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა, ინფიცირების შემდეგ სმენა დაკარგა. ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ 45 წლის მამაკაცს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა და აღნიშნულის შემდეგ მისი მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ გაუმჯობესდა.

"ამ 45 წლის მამაკაცის შემთხვევა პირველია გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც Covid-19–ით ინფიცირებულთან სენსორევრალური სმენის დაკარგვა დაფიქსირდა", – აცხადებენ მეცნიერები და დასძენენ, რომ მართალია, აღნიშნული გართულება ამ ეტაპზე ძალიან იშვიათია, აუცილებელია კვლევების გაგრძელება, რადგან "ვირუსი მოსახლეობაში აქტიურად ცირკულირებს და მნიშვნელოვანია, სათანადო და დროული დახმარება გაეწიოს კოვიდ–ინფიცირებულს, რომელიც სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშეა".

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 090 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 373 000–ზე მეტი ადამიანი, 28 856 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S