Accentnews.ge
ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაფაროვი აირჩია

ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაფაროვი აირჩია

14/10/2020 09:34:26 მსოფლიო

ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაფაროვი აირჩია.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჟაფაროვმა განაცხადა, რომ მოგვიანებით კანონმდებლებს მთავრობის ახალ პროგრამას წარუდგენთ, ახლა კი სთავაზობდა ძველი მთავრობის პროგრამას. ამასთან, მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა ასევე უცვლელი რჩებოდა, მაგრამ შემადგენლობა თითქმის სრულად იყო განახლებული.

მანამდე ჟაფაროვმა რიგი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ დადგენილებებს მოაწერა ხელი, კერძოდ, თანამდებობებზე დაამტკიცა ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის სახელმწიფო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) ხელმძვანელი საგინბეკ აბდილდაევი და სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ასკატ ეგემბერდიევი.

14 ოქტობერს, დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა პარლამენტის ახლადარჩეულ სპიკერ ქანათ ისაევს წერილით მიმართა. მასში ნათქვამი იყო, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სადირ ჟაფაროვის მიერ 10 ოქტომბერს შეთავაზებული სამთავრობო შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროგრამის დამტკიცების თაობაზე პრეზიდენტის აპარატმა პარლამენტს დაუბრუნა საკითხის რიგგარეშე სხდომაზე ხელახლა განსახილველად. მიზეზად “კანონმდებლობის რიგი დარღვევებია” მოყვანილი.

10 ოქტომბერს დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბნენ და მხარი დაუჭირეს სადირ ჟაფაროვის მთავრობის შემადგენლობას, სტრუქტურასა და პროგრამას. თუმცა სხდომის დასრულებისთანავე რიგმა დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა და იურისტებმა განაცხადეს, რომ სხდომაზე ქვორუმი არ იყო, ამდენად, გადაწყვეტილება არალეგიტიმურია. თავის მხრივ, ჟაფაროვის მხარე ამტკიცებდა, რომ იგი კანონიერად იქნა არჩეული. ვიცე-სპიკერმა მირლან ბაქიროვმა პარლამენტის დადგენილებას ხელი მოაწერა და დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა. თუმცა სოორონბაი ჟეენბეკოვმა დადგენილებას ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა განმარტებით, რომ სხდომაზე ქვორუმი არ იყო.

პოლიტიკური კრიზისი ყირგიზეთში 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. შედეგების ანულირების მოთხოვით მიმდინარე აქციები არეულობებში გადაიზარდა. 6 ოქტომბრის ღამეს დემონსტრანტებმა თეთრი სახლი დაიკავეს, რომელშიც როგორც პარლამენტი, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებენ. ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S