ილია მეორე – COVID-19–ზე: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი“
14/10/2020 08:45:45 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა და კორონავირუსული ინფექციის პანდემიაზეც ისაუბრა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს “,- განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.


