Accentnews.ge
მოსკოვში დისტანციური სწავლების რეჟიმი შემოიღეს

მოსკოვში დისტანციური სწავლების რეჟიმი შემოიღეს

14/10/2020 08:43:38 მსოფლიო

მოსკოვში უფროსკლასელები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაჰყავთ, რომელიც 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. შესაბამისი განკარგულება ქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა გასცა.

მისი თქმით, უფროსკლასელები მეტად მოწყვლადები არიან ინფიცირების რისკის მიმართ – ამჟამად მათზე მოსკოვში ინფიციფებული ბავშვების 2/3 მოდის.

გარდა ამისა, სობიანინის თქმით, 2-3 კვირის განმავლობაში ცალკეულ კლასებში შემოიღებენ “სწავლების ახალ ფორმატს - ტიუტორობას”: სკოლებში მიიწვევენ სტუდენტებს და პედაგოგიური სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, გამოცდილი პედაგოგები კი მათ დისტანციურად დაეხმარებიან. ეს ზომა ხანდაზმული პედაგოგების COVID-19-ისგან დასაცავად არის შემოღებული, - განმარტა მერმა.

მისივე განკარგულებით, 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოსკოვში ასევე არ იმუშავებენ დამატებითი განათლების დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. კერძო და სპორტულ სკოლებს კი მიეცათ რეკომენდაცია, უფროსკლასელები ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით მოსკოვის სკოლებში არაგეგმიური ორკვირიანი არდადეგენი იყო გამოცხადებული. სობიანინის თქმით, ეს ზომა ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში მაინც იზრდება, რაც “ძალზე შემაშფოთებელია".

სექტემბრის შუა რიცხვებიდან რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს. ოპერატიულმა შტაბმა ახალი ანტირეკორდის შესახებ განაცხადა: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა 13 868 ახალი შემთხვევა, მათგან 4618 – მოსკოვში.დედაქალაქის ხელმძღვანელობამ დამსაქმებლებს თანამშრომელთა 30%-ის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა დაავალა, სკოლების ნაწილი არდადეგებზე დახურა, მოსწავლეებისა და პენსიონერების სატრანსპორტო ბარათები დაბლოკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S