Accentnews.ge
სამხრეთ კავკასიაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს

სამხრეთ კავკასიაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს

14/10/2020 07:56:23 მსოფლიო

სამხრეთ კავკასიაში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს. კერძოდ ბოლო 24 საათში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 058 შემთხვევა დადასტურდა, აზერბაიჯანში – 277, ხოლო საქართველოში – 680.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში,საქართველოში ახალი კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 090 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 373 000–ზე მეტი ადამიანი, 28 856 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S