თბილისი მორიგ ანტირეკორდს ამყარებს: როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
14/10/2020 07:06:39 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ აცნობა.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 297
აჭარა – 189
იმერეთი – 150
შიდა ქართლი – 12
ქვემო ქართლი – 11
მცხეთა–მთიანეთი – 9
გურია – 6
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 3
კახეთი – 2
სამცხე–ჯავახეთი – 1
ენდელაძის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ფაქტები აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 66 წლიდან 90 წლამდე მერყეობს და ლეტალური გამოსავლის ძირითადი მიზეზი თანმხლები დაავადებები იყო.
ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 6 362 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
„არის ძალიან ბევრი კერა. ეტყობა, ამ რეგულაციებს არ ვიცავთ მაინც. ახლა ის დროა, პირბადე რომ უნდა ვატაროთ, უნდა დავცვათ სახე – ცხვირი, პირი“,– განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.


