ლავროვი ევროკავშირის ლიდერებთან დიალოგის შეწყვეტას არ გამორიცხავს
13/10/2020 16:22:18 მსოფლიო
ოფიციალური მოსკოვი ევროკავშირის ლიდერებთან დიალოგის შეწყვეტას არ გამორიცხავს.
«როგორც ჩანს, დროებით უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე და არ ესმით ურთიერთპატივისცემაზე აგებული საუბრის აუცილებლობა" – განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამლვისა და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის კომენტირებისას.
12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას ნავალნის სავარაუდო მოწამლვის გამო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების თაობაზე. საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების სტრუქტურების რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ.
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ნავალნის “ნოვიჩოკის” ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლვა დაადასტურა. მანამდე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიები.
თავად ნავალნი თვლის, რომ მის მოწამლვასთან უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს აქვს კავშირი.
მოსკოვი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ რუსმა მედიკოსებმა ნავალნის ანალიზებში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს. სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერის მოწამლვის ვერსიის გამოძიებაზე უარი განაცხადა.
ნავალნის მოწამლვის სიტუაცია მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესების. მათი მკვეთრი დაძაბვა ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კოფლიქტის დაწყების პერიოდში დაიწყო. ვითარება დაძაბა ასევე სოლსბერიში სკრიპალების “ნოვიჩოკით” მოწამლვამ.
თავის მხრივ, რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.


