ირანის ჩრდილოეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
13/10/2020 15:22:25 მსოფლიო
ირანის ჩრდილოეთში, აზერბაიჯანის მოსაზღვრე პროვინცია არდებილში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. სააგენტო IRNA-ს ცნობით, ეს “სომხური ან აზერბაიჯანული დრონია”.
«დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა», – იუწყება, თავის მხრივ, MEHR და დასძენს, რომ რომელ მხარეს ეკუთვნოდა დრონი – ჯერ გაურკვეველია.
ადრე თეირანმა მკაცრად გააფრთხილა ბაქო და ერევანი, კონფლიქტის მის ტერიტორიაზე გავრცელება გამოერიცხათ.
ცნობისთვის: მანამდე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა საქართველოში, კერძოდ კახეთის სოფლებში. დაღესტანში კი რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს.


