კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდასტურდა
13/10/2020 14:56:00 საზოგადოება
პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
რონალდომ 11 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების მაისურით საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის შემდეგ ჩატარებული ტესტმა აჩვენა, რომ იგი კოვიდ–ინფიცირებულია. ამჟამად რონალდო თვითიზოლაციაშია.
პარალელურად ტესტირება ჩაუტარდა პორტუგალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რომლებსაც უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. შესაბამისად, 14 ოქტომბერს შვედეთთან მატჩს გადადება აღარ ემუქრება. თუმცა, პორტუგალიელები ლიდერის გარეშე ითამაშებენ.


