Accentnews.ge
„გამოიკვეთა ორი ტენდენცია“ –ცერცვაძე COVID-19–ით გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობს

„გამოიკვეთა ორი ტენდენცია“ –ცერცვაძე COVID-19–ით გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრობს

13/10/2020 13:46:57 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაახლოებით, გარდაცვლილთა 10% 65 წელს ქვემოთ ასაკისაა.

"გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, რომ [გარდაცვლილთა შორის] ჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მაგრამ რაღაც პროცენტი, ჩვენი დათვლით 10% არის 65 წლის ასაკზე ქვემოთ.

ასევე, გამოისახა ტენდენცია, რომ კოვიდი არის დაავადება, რომლის დროსაც მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება, თუ არ იქნება მყისიერი რეაგირება. [ამ დროს] შეიძლება, პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლიური გართულებით ან გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით. ეს ჩვენთვის ცნობილი იყო და მენეჯმენტი თავიდანვე ხორციელდებოდა. ძირითადად, ეს ორი ტენდენციაა, რაც, პრინციპში, არ განსხვავდება მსოფლიოსგან – 20% ჰყავთ ახალგაზრდა პაციენტები გარდაცვლილი", - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

13 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსულ ინფექციას 102 პაციენტი ემსხვერპლა, მათგან 9 გასული დღე–ღამის განმავლობაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S