ინფიცირებული მარკოვი: “კლინიკიდან ვეწერები, რათა ადგილი სხვებს გავუთავისუფლო”
13/10/2020 12:37:22 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული რუსი პოლიტიკოსი სერგეი მარკოვი, რომელიც ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, კლინიკიდან ეწერება, რათა, როგორც თავად ამბობს, “ადგილი გაათავისუფლოს”.
“დროა, შინ დავბრუნდე. სიცხე, სატურაცია და ლეიკოციტების დონე ამის შესაძლებლობას იძლევა. ძლიერმა ტკივილმა გამიარა. თუმცა გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორია. ანტისხეულები ჯერ, სამწუხაროდ, არ არის, ვირუსი კი ჯერ, სამწუხაროდ, არის. მკურნალობას სახლში გავაგრძელებ. რატომ? - უბრალოდ იმიტომ, რომ ადგილი სხვებს უნდა გავუთავისუფლო – მათ, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდებათ. მათი ნაკადი სადღეისოდ უზარმაზარია. ზოგ აფთიაქებში თერმომეტრები გამოილია. სისტემა ინფიცირებულთა მასას ძლივს აუდის. შემოდგომის პიკმა გაზაფხულისას უკვე ბევრად გადააჭარბა. ჩემი დაჟინებული რეკომენდაციაა: მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, მაქსიმალურად! უმჯობესია, ქალაქგარეთ გახვიდეთ, ბუნებაში. საფრთხე ფაქტობრივად ყოველ ჩვენგანს ემუქრება, თან დიდი!” – წერს მარკოვი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: “კორონავირუსი: როგორ გავხდი ავად და რა გავიგე” – სიმპტომები, რეაქციები, რჩევები სერგეი მარკოვისგან


