Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

13/10/2020 12:11:39 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრამდე

რამდენიმე ახალი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მინისტრის თანახმად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებით 50 საწოლი გამოიყოფა, სხვა კლინიკებში კი 30-მდე.

„ბატონ თენგიზ ცერცვაძის გუნდიდან ხვალ 4 ადამიანი იქნება დამატებით მივლენილი აჭარაში. რაც შეეხება საწოლფონდს, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 საწოლი დაემატება. აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული. დანარჩენი საავადმყოფოები, რომლებიც აჭარის რეგიონში თანამშრომლობენ, მათი დახმარებით კიდევ გვექნება 30-მდე დამატებითი საწოლი, რითაც ვთვლით, რომ აჭარაში საწოლფონდის დეფიციტის მოლოდინი ამით დაიხურება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, შეიქმნება სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეანიმატოლოგის, ინფექციონისტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტება.

„,დღეს ვგეგმავთ დამატებით განვიხილოთ ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც დღემდე იყო შემუშავებული და შევიტანოთ სიახლეები იმ საჭიროებებიდან გამომდინარე რომელიც პრაქტიკული მუშაობიდან დავინახეთ რომ საჭიროა. შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც შემდგარი იქნება რეანიმატოლოგისგან, ინფექციონისტისგან და სამინისტროს წარმომადგენელი იქნება ამ გუნდში, რომელთა უშუალო ჩართულობაც მოხდება თითოეულ კლინიკაში”.

რაც შეეხება კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, ტიკარაძის თანახმად, გურიას „ცხელების ცენტრი“ დაემატა:

„გურიის რეგიონში ურეკის „ემერჯენსის“ ბაზაზე „ცხელების ცენტრი“ დაემატა, სადაც ამ ეტაპზე 21 საწოლი გვაქვს მობილიზებული. კლინიკას აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში 4 მძიმე პაციენტი მიიღოს, რომელიც 24/48 საათის განმავლობაში ექიმების გადაწყვეტილებით იქნებიან გადაყვანილები სხვა კლინიკებში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S