Accentnews.ge
ბავარიის პრემიერი: "სექტემბერ–ოქტომბერში კორონავირუსი იმაზე ნაკლებად საშიში არაა, ვიდრე მარტში და აპრილში იყო"

ბავარიის პრემიერი: "სექტემბერ–ოქტომბერში კორონავირუსი იმაზე ნაკლებად საშიში არაა, ვიდრე მარტში და აპრილში იყო"

13/10/2020 12:19:50 მსოფლიო

ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის მარკუს ზიოდერის განცხადებით, სექტემბერ–ოქტომბერში ახალი კორონავირუსი იმაზე ნაკლებად საშიში არაა, ვიდრე მარტში და აპრილში იყო".

"თუ მიმდინარე კვირაში რაიმე მნიშვნელოვანი ზომა არ გატარდა, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო გახდეს. არ გვინდა, ქვეყანა კიდევ ერთხელ დაიკეტოს. საჭიროა სერიოზული მოლაპარაკებები, რათა ეკონომიკის გაჩერება თავიდან ავიცილოთ", – განაცხადა პრემიერმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. გასულ კვირაში მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსს 9 723 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 330 000–ზე მეტი შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 086 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 000 000–ზე მეტი ადამიანი, 28 627 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 102 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S