Accentnews.ge
ირანში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ირანში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

13/10/2020 11:40:56 მსოფლიო

ირანში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა,– იუწყება ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

სააგენტო „ირნას“ ცნობით, ისრაელის წარმოების დრონი ირანის არდებილის პროვინციაში ჩამოვარდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონს ესაზღვრება.

როგორც პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ბეჰრუზ ნედაიმ განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, ვის ეკუთვნის დრონი და რა გახდა მისი ჩამოვარდნის მიზეზი.

ცნობისთვის: უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდნის ფაქტები დაფიქსირდა საქართველოშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S