ამომრჩევლის მიერ სიაში ცვლილების მოთხოვნის ვადა დღეს სრულდება
13/10/2020 11:10:33 პოლიტიკა, საზოგადოება
13 ოქტომბერს, 18:00 საათამდე არის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს საარჩევნო სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს.
მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში რამდენიმე გზით შეიძლება, მათ შორის ვებ-გვერდით.
გარდა ვებ-გვერდისა, საარჩევნო სიის გადამოწმება შესაძლებელია ცესკოს აპლიკაციებით, სწრაფი გადახდის აპარატებით და საარჩევნო უბანზე მისვლით.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


