Accentnews.ge
„საშვები“ არ გაიცემა, აუცილებელია პირბადე და დისტანცია – საპატრიარქო სვეტიცხოვლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საშვები“ არ გაიცემა, აუცილებელია პირბადე და დისტანცია – საპატრიარქო სვეტიცხოვლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

13/10/2020 10:09:53 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე. 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე.

ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პირი, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 841 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6867 გამოჯანმრთელდა, ხოლო 102 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი რეკომენდაციაა: პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, პირადი ჰიგიენის დაცვა და მინიმუმ, ერთმეტრიანი დისტანცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S