ვინ იყვნენ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები
13/10/2020 09:40:44 საზოგადოება
13 ოქტომბრის დილის მონაცემ,ებით, აჭარაში გასული დღე–ღამის განმავლობაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანს თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.
„70 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა; 78 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება; 57 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია; 73 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; 68 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა“,– აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ერთი პაციენტი – 64 წლის ქალი თერჯოლაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში ბათუმიდან გადაიყვანეს. 55 წლის კაცი გარდაიცვალა სამდრედიაში, კიდევ ორი – თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 9 პაციენტი გარდაიცვალა და 102–მდე გაიზარდა გარდაცვლილ პაციენტთან რაოდენობა.


