Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში ეპიდვითარება თანდათან უარესდება

საქართველოს სამეზობლოში ეპიდვითარება თანდათან უარესდება

13/10/2020 09:02:06 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ეპიდვითარება თანდათან უარესდება. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთში დაინფიცირდა და დაიღუპა.

ბოლო ერთი კვირაა რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10–დან 14 000–მდე მერყევობს. რაც შეეხება დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო დღეების განმავლობაში დაღუპულთა დღიური მაჩვენებელიც იზრდება.

Covid-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა სომხეთშიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და თურქეთს, Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მეტ–ნაკლებად სტაბილურია.

  • თურქეთი: 337 147 ინფიცირებული, 8 895 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 42 104ინფიცირებული, 609 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 57 566 ინფიცირებული, 1 032 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 1 326 178 ინფიცირებული, 22 966 გარდაცვლილი

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 086 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 000 000–ზე მეტი ადამიანი, 28 627 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 102 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S