Accentnews.ge
COVID-19 საქართველოში: როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

COVID-19 საქართველოში: როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

13/10/2020 07:12:17 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თანახმად, დადასტურებული 569 შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 207

თბილისი – 168

იმერეთი – 117

შიდა ქართლი – 25

ქვემო ქართლი – 7

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 24

გურია – 8

კახეთი – 5

მცხეთა მთიანეთი – 5

სამცხე–ჯავახეთი – 3

ენდელაძის ცნობისთ, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კრტიკულ მდგომარეობაში მყოფ პირთაგან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ხოლო 1 ცხინვალიდან.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პირი, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 841 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6867 გამოჯანმრთელდა, ხოლო 102 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S