ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ სრულიად ჯანმრთელია და მზად არის, ყველას აკოცოს
13/10/2020 06:32:12 საზოგადოება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ახალი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა და პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევისთვს ბრძოლას აგრძელებს.
„მე ეს გავიარე და როგორც ამბობენ, იმუნიტეტი მაქვს. თავს იმდენად ძლიერად ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ყველას გაკოცოთ “, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ სენფორდში მხარდამჭერთა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
მიტინგამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ ტრამპის კიდევ ერთი ტესტირების შედეგიც უარყოფითია და იგი ინფექციის გადამტანი აღარ არის.
ტრამპსა და მის მეუღლეს ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. დონალდ ტრამპი გადაიყვანეს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში, რომელიც 5 ოქტომბერს დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.


