საქართველოში COVID-19-ის 500–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა
13/10/2020 06:51:20 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პირი, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 841 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6867 გამოჯანმრთელდა, ხოლო 102 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


