ჩინეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, COVID-19–ის შიდა გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა
13/10/2020 04:59:11 მსოფლიო
ჩინეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა,– იუწყება „გარდიანი“.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან შვიდი იმპორტირებული იყო, ექვსი კი შიდა გადაცემაა. შიდა გადაცემის ფაქტი აღმოსავლეთით შანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა. ბოლოს ჩინეთში შიდა გადაცემის ფაქტი 15 აგვისტოს გამოვლინდა.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 85 591 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.


