აშშ–ში COVID-19–ით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
13/10/2020 04:55:20 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს, რომელსაც „კოვიდ-19“ პირველად აპრილში დაუდასტურდა, თვე-ნახევარში ხელმეორედ დაავადდა და გაცილებით რთული ფორმით – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კაცმა ვირუსის დამარცხება მეორედაც შეძლო. ირკვევა, რომ ახალგაზრდას SARS-CoV-2–ის სხვადახვა სახეობა ჰქონდა.
ანალოგიური შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ კონგსა და ეკვადორშიც.
როგორც „ლანცეტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის ხელმძღვანელი მარკ პანდორის ამბობს, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რამდენიმე ხანი ნარჩუნდება ვირუსის მიმართ იმუნიტეტი პირველი დაინფიცირების შემდეგ.


