Accentnews.ge
რუსეთში ახალგაზრდამ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

რუსეთში ახალგაზრდამ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი

12/10/2020 16:54:23 მსოფლიო

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად უცნობმა ახალგაზრდამ ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა ოთხი, დაჭრილია კიდევ სამი მოქალაქე, - იუწყება რუსული გამოცემა “კომერსანტი”.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილები ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულები არიან, თავად თავდამსხმელი კი მიიმალა.

თავის მხრივ, ტელეგრამ-არხი “Baza” იუწყება, რომ თავდამსხმელი 18 წლისაა, ადგილობრივი არ არის და ნიჟეგოროდში ბებიას სტუმრობდა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, იგი თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდა და თან ორი ერთეული იარაღი ჰქონდა. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S