Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის სანქცირებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის სანქცირებას მხარი დაუჭირეს

12/10/2020 15:10:04 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის მიმართ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ფინეთის მთავარმა დიპლომატმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა."სანქციების თაობაზე საფრანგეთისა და გერმანიის წინადადების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიხატა. მომზადებით ევროკავშირის სამუშაო ჯგუფები დაკავდებიან. საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე” – განმარტა ჰაავისტომ.

გასულ კვირას საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდნენ თავის წინადადებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე. ორივე ქვეყანა თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ქიმიური იარაღის აკრძავის ორგანიზაციამ ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების არსებობა დაადასტურა, მოსკოვს მომხდარის “დამაჯერებელი განმარტებები” არ წარმოუდგენია.

მათ მიერ მომზადებულ სასანქციო სიაში აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქვეყნის უშიშროების სტრუქტურების 9 წარმომადგენელი, - წერდა ფრანგული გამოცემა “Le Monde”. მისივე მონაცემებით, სიაში შეიყვანეს ასევე რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ГосНИИОХТ), რომელიც საბჭოთა ეპოქაში “ნოვიჩოკის” შემმუშავებლად ითვლება.

20 აგვისტოს, გზად ტომსკიდან მოსკოვისკენ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებელმა ნავალნიმ შეუძლოდ იგრძნო თავი. თვითმფრინავი ომსკში დასვეს და ოპოზიციონერი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კომაში ჩავარდა.22 აგვისტოს, ოჯახისა და თანამოაზრეების დაჟინებული მოთხოვნით ნავალნი ბერლინის კლინიკა “შარიტეში” გადაიყვანეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 19 სექტემბერს გაწერეს, თუმცა ის ამ დრომდე გერმანიაში რჩება. გაწერის შემდეგ ნავალნიმ რამდენიმე ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.6 ოქტომბერს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. მანამდე გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის სამმა ლაბორატორიამ ანალოგიური დასკვნა გამოიტანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S