Accentnews.ge
ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა, ლუკაშენკოს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა, ლუკაშენკოს სანქციები დაუწესოს

12/10/2020 14:32:19 მსოფლიო

ევროკავშირი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მზადაა, შემზღუდველი ზომები დაუწესოს ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ქვეყანაში დარღვევებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და შემდეგ ამ არჩევნების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ რეპრესიების გამო.

ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე 27-წევრიანი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ბელარუსში აგვისტოში ჩატარებული არჩევნები "არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი" და რომ ლუკაშენკოს დემოკრატიული ლეგიტიმურობა არ აქვს.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, "ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, თავიანთი პრეზიდენტი აირჩიონ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, გარე ჩარევის გარეშე". ისინი მკაცრად გმობენ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს და გამოდიან "ყველა განურჩევლად დაკავებული პირის" გათავისუფლების მოწოდებით.

მანამდე ბლოკი შეთანხმდა ბელარუსის 40 ოფიციალური პირისთვის ვიზების აკრძალვასა და ქონების გაყინვაზე. ლუკაშენკო სანქციების სიაში არ შეუყვანიათ, თუმცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ბლოკი მზადაა, კიდევ შემოიღოს "შემზღუდველი ზომები უწყებების და მაღალჩინოსნების მიმართ, [ლუკაშენკოს] ჩათვლით, თუკი ვითარება არ გაუმჯობესდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S