Accentnews.ge
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკებში ოპერატიული ჯგუფები იმუშავებენ

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკებში ოპერატიული ჯგუფები იმუშავებენ

12/10/2020 14:11:17 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კოვიდ–კლინიკებში ოპერატიული ჯგუფები იმუშავებენ.

"სამინისტროს გადაწყვეტილებით, იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნება თითო რეანიმატოლოგი, თითო ინფექციონისტი და თითო ადმინისტრატორი, ასე ვთქვათ, მენეჯერი. ამ მობილური ჯგუფების ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი, ეფექტური, ოპერატიული კომუნიკაციის განხორციელება ყველა კოვიდ–კლინიკასთან. პირველ რიგში, თბილისის კოვიდ–კლინიკებთან და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რადგან ის ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში. ჯგუფების დანიშნულება იქნება ამ კოვიდ–კლინიკებში სიტუაციის ოპერატიულად გაცნობა და რამდენიმე დღეში დასკვნების მომზადება, თუ რა ძლიერი და რა სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს, რა არის გასაუმჯობესებელი, დასახვეწი, რა არის შესანარჩუნებელი, და რა არის შესაცვლელი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S