Accentnews.ge
ცერცვაძე არ გამორიცხავს გადაცდომას, რომელიც შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო

ცერცვაძე არ გამორიცხავს გადაცდომას, რომელიც შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო

12/10/2020 14:05:31 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს რაიმე ტიპის გადაცდომას, რომელიც შესაძლოა, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

"სადღეისოდ ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით, რაიმე სერიოზული შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შეიძლება, გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი არ დაფიქსირებულა მაგრამ, კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავთ. სწორედ ამიტომ იქმნება 4 თუ 5 ოპერატიული ჯგუფი, რომ ადგილზე შეაფასოს – მართალა ყველა შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი იყო გარდაუვალი, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა და შეიძლებოდა რაღაც სხვანაირად გაკეთებულიყო და პაციენტი გადარჩენილიყო. ამაზე პასუხები გვექნება დაახლოებით 1 კვირაში, 10 დღეში და არა მარტო პასუხი იქნება, არამედ რისი კორექციაც საჭირო იქნება, ყველაფრის კორექცია განხორციელდება", – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მართალია, ერთეული შემთხვევებით მაგრამ, მაინც მოიმატა საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ, თუმცა ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ეპიდსიტუაციის გაუარესების პირველ ეტაპზე შეფერხებები იყო, გვიანდებოდა ტესტის პასუხი და ა. შ. თუმცა, მისი თქმით, ამჟამად სამინისტრრო და სახელმწიფო ყველაფერს ადექვატურად აკეთებს:

"ყველამ ვიცით, რომ იყო 2–3–კვირიანი შეფერხება. თუმცა ეს არა მხოლოდ აჭარაში, ყველაზე გამართული ქვეყნის რეგიონებშიც გარდაუვალია. ეს შეფერხება სადღეისოდ დარეგულირებულია და დავუბრუნდით იმ რეჟიმს როცა სახელმწიფო, სამინისტრო მართავდა ადეკვატურად ყველაფერს. მხედველობაში მაქვს, რომ არც ერთი პაციენტი არ რჩება ტესტის გარეშე, ტესტის პასუხი მიეწოდება 48 საათში, თქვენ იცით რაომ ჭარაში ამ მონაკვეთში იყო ჩავარდნა. ტესტები გვიანდებოდა, დღეს ეს ასე არ არის, არც ერთი პაციენტი არ რჩება კონსულტაციისა თუ ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ფაქტობრივად რიგში დღეს არავინ არ დგას მიუხედავდ იმისა, რომ ავადმყოფების რაოდენობა მოიმატა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S