Edison Research: გამოკითხული მოქალაქეების მნიშვნელოვანი უმრავლესობა არჩევნებზე წასვლას აპირებს
12/10/2020 13:01:03 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 74% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს. 18% კი ამბობს, რომ არჩევნებზე ალბათ წავა.
მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს - 4%; ნამდვილად არ მიიღებს - 4%.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 39%–ის აზრით – სწორი მიმართულებით.
ამასთან, კითხვაზე, მომავალ წლებზე ფიქრისას რა განწყობა აღწერს საუკეთესოდ იმას, თუ რას გრძნობთ თქვენს ცხოვრებასა და თქვენ გარეშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე? - პასუხები ასე ნაწილდება:
ოპტიმიზმი - 49%;
შეშფოთება - 33%;
გულგრილობა - 18%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


