Accentnews.ge
covid - 19 თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა

covid - 19 თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა

12/10/2020 11:51:42 საზოგადოება

covid - 19 თბილისის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა. ინფიცირებულია დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე. კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო ინფიცირებულთა შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის: 12 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის 540 მოსწავლიდან სკოლაში არცერთი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი კორონავირუსით კიდევ 3 მოსწავლის ინფიცირებაა. მანამდე, 5 ოქტომბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა სკოლის მეცხრეკლასელს.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაშიც. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის, სიმონ გულედანის თქმით, ვირუსი პირველი და მე-8 საჯარო სკოლების, ასევე სოფელ ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

"მერვე და ფლავის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციური რეჟიმის სწავლებაზე გადავა, რაც შეეხება პირველ სკოლას, აქ თვითიზოლაციაში მესამე და მეათე კლასი გადავა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდებათ", - განაცხადა გულედანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S