საქართველოში COVID-19–ით დღეს მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
12/10/2020 08:11:19 საზოგადოება
საქართველოში დღეს მეშვიდე, 92-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე StopCov.ge განახლდა.
რაც შეეხება დანარჩენ გარდაცვლილ პაციენტებს, ცნობილია, რომ სამი გარდაიცვალა აჭარაში, ორი – თბილისში და ერთი – საჩხერეში. საჩხერეში გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული გალიდან იყო, კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს.
კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი. კლინიკაში შემოყვანის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა ქამუშაძემ.


