Accentnews.ge
ვისთვის და სადაა ხელმისაწვდომი ქვეყანაში შემოსული გრიპის ვაქცინა

ვისთვის და სადაა ხელმისაწვდომი ქვეყანაში შემოსული გრიპის ვაქცინა

12/10/2020 07:56:49 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოება ვაქცინის 25 000 დოზა თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა; ხოლო 110 000 დოზა ქვეყანაში 23 ოქტომბრიდან შემოვა. ჯამში კი საქართველოს 135 000 დონაზე აქვს კონტაქტი გაფორმებული.

ამდენად, ამ ეტაპზე ვაქცინა რისკ ჯგუფების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი და მათ შეუძლიათ, პოლიკლინიკებში აიცრან.

გამყრელიძის თანახმად, აღნიშნული მაღალი რისკ–ჯგუფებია:

  • ორსულები;
  • მოხუცთა სახლების ბინადრები;
  • ბავშვთა სახლების ბინადრები;
  • საბავშვო ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი;
  • შიდსიანი ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობის ეტაპზე იმყოფებიან;
  • C ჰეპატიტიანი ავადმყოფები;
  • დიალზიანი ავადმყოფები.

23 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახალი პარტია შემოვა, აიცრებიან:

  • სამედიცინო პერსონალი;
  • დიაბეტიანი ავადმყოფები;
  • ქრონიკული ავადმყოფები 65 წელს ზემოთ.

„ასეთია წლევანდელი რისკ–ჯგუფების ძირითადი განაწილება. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სახელმწიფომ დამატებით 100 000 დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის ქვეყანაში შემოსვლის ალბათობა ოქტომბრის ბოლო, ნოებრის შუა რიცხვებია“,– დასძინა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S