როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მასშტაბით
12/10/2020 07:00:58 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით ამჟერად აჭარა ლიდერობს. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა –196
თბილისი – 178
იმერეთი – 65
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 13
ქვემო ქართლი – 15
შიდა ქართლი – 6
გურია–1
მცხეთა–მთიანეთი – 5
რაც შეეხებათ კორონავირუსისგან გარდაცვლილ პაციენტებს, ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 3 აჭარაში გარდაიცვალა, 2 – თბილისში, ხოლო 1 –საჩხერეში.
ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 5 734 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 ოკპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთი – ცხინვალიდან.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 272 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


