Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემხვევების რაოდენობამ 12 000–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ის დადასტურებული შემხვევების რაოდენობამ 12 000–ს გადააჭარბა

12/10/2020 06:06:14 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პირი, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 272 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S