რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე - ახალი კვლევა
12/10/2020 05:02:08 მსოფლიო
სხვა რესპირატორული ინფექციების მსგავსად, ახალი კორონავირუსი ინფიცირებული ადამიანის მიერ ხველების, საუბრისა და დაცემინების შედეგად გამოყოფილი შხეფების საშუალებით ვრცელდება. წარმოქმნილი შხეფები შეიძლება, ჰაერში და სხვადასხვა საგნების ზედაპირებზე მოხვდეს.
ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, Covid-19-ს მეტალზე, ბანკნოტების, ტელეფონის ეკრანებისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია დარჩენა.
ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, ვირუსის ნაწილაკებს ზედაპირზე დარჩენა უფრო დიდხანს შეუძლია, ვიდრე ადრე იყო მიჩნეული.
აქამდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ითვლებოდა რომ SARS-Cov-2 [Covid-19–ის გამომწვევი ვირუსი] შეიძლებოდა, ბანკნოტებსა და მინის ზედაპირებზე ორი ან სამი დღის განმავლობაში დარჩენილიყო, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე – 6 დღის განმავლობაში.


