Accentnews.ge
დღეიდან საქართველოში რიგ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება

დღეიდან საქართველოში რიგ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება

12/10/2020 04:00:04 საზოგადოება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირება დღეიდან იწყება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის 3 ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება.

ეს ბაღებია: გლდანში – # 53, დიდუბეში – #99 და კრწანისში # 36 ბაღი.

მისივე თქმით, დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S