იტალიაში ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება
12/10/2020 04:55:13 მსოფლიო
Covid-19-ით ინფექცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო იტალიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანზას განცხადებით, აუცილებელია კერძო წვეულებების აკრძალვა, როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების მონაწილეობით. სხვა ღონისძიებები შეიძლება, მოიცავდეს სპორტის ისეთ სახეობას, რომელიც არ იძლევა პირბადის ტარების შესაძლებლობას.
9 ოქტომბრიდან იტალიაში ქუჩაში გადაადგილებისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
ბოლო სამი დღეა, ქვეყანაში Covid-19-ით ინფექცირების დღიური მაჩვენებელი 5 000-ს აჭარბებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით ახალმა კორონავირუსმა იტალიაში 36 166 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 354,950 შემთხვევა.


