Accentnews.ge
თბილისის რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან არ დაიწყება

თბილისის რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან არ დაიწყება

11/10/2020 13:55:56 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, აქედან გამომდინარე, 12 ოქტომბრიდან ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყება.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბაღები ბავშვების მისაღებად მზად არიან, თუმცა 12 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა დაგეგმილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უწყებათაშორისი საბჭო, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი.

“3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ეს ბაღები ამ ეტაპზე არ გაიხსნება. მშობლებიც უკვე გაფრთხილებულები არიან… დანარჩენ ბაღები არის მზადყოფნა [ბავშვების მისაღებად]. ხვალ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. იცით რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით", – განაცხადა კალაძემ.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S