დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი გაიწვია
11/10/2020 07:30:30 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან ელჩი გაიწვია და შეუერთდა ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც მინსკიდან დიპლომატები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე შინ დააბრუნეს.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, ლონდონმა გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთისა და ლიეტუვის მიმართ ბელარუსის ხელისუფალთა გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ პროტესტის ნიშნად, გაეწვიათ მათი დიპლომატიური მისიები და შეემცირებინათ საელჩოების თანამშრომელთა რაოდენობა.
გასულ კვირას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ქვეყნებიდან ელჩებს გაიწვევს. ამის შემდეგ ბელარუსის დედაქალაქიდან ელჩები დააბრუნეს ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ასევე პოლონეთმა ბალტიის სამ სახელმწიფოსთან, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად. იტყობინებიან რუმინეთის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების შესახებაც.
ბელარუსის ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვენებიდან ელჩების გაწვევა ევროკავშირის მიერ ბრიუსი მაჩალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო. სანქციების საფუძველი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობის ბრალდება გახდა.
საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით დემონსტრანტი დააკავეს, ასეულობით დაშავდა, რამდენიმე დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საპატიმროებში მოხვედრილები წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ იუწყებან.


