საფრანგეთში თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
11/10/2020 06:51:31 მსოფლიო
საფრანგეთში ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. შეჯახება საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტურის საჰაერო სივრცეში მოხდა.
შემთხვევის დეტალები და დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.


